2024 წლის თებერვალში მეღვინეობა შუმმა კიდევ ერთ საერთაშორისო დონის წარმატებას მიაღწია.
ღვინო სალომე 2020 შერჩეული იქნა “The World’s Best Sommeliers’ Selection” (WBSS) -ის სიაში.
2024 წლის WBSS სია პრეზიდენტ ჯოზეფ როკას და იმ 30 მსოფლიოს სახელოვანი სომელიეს გულმოდგინე შერჩევის შედეგია, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებს – “The World’s 50 Best Restaurants“.
სალომე 2020 ერთადერთი ქართული ღვინოა, რომელიც ამ ჩამონათვალში შედის.
ელ. ბმული: https://www.worldsbestsommeliersselection.com/2024/Salome-2020.html